საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Megahand
მივლინება: არა ხელფასი: 1800 +ბონუსი
ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მეორადი ტანსაცმლისა,ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს. 
მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში, ჭირნახულის 74 (ლილოს დასახლება) 
გრაფიკი : 9:00-18:00 5/2 
ანაზღაურება: 1800 + ბონუსი 

ძირითადი მოვალეობები:  
  • კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა 
  • სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება 
  • პროდუქციის შეფასება/ფასის მინიჭება წინასწარ დადგენილი წესით 
  • საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა, სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა  
  • საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება; 
  • არსებული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი 
  • წუნდებული პროდუქციის მართვა; 
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 
  • რუსული ენის ფლობა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები : 
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა 
  • დროის ეფექტური მართვა 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა; 
  • პასუხისმგებლობის  
  • მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება 
  • განვითარების და სწავლის სურვილი 
 
ჩვენ გთავაზობთ : 
  • სტაბილურ შემოსავალს 
  • გამჭვირვალე საბონუსე სისტემას  
  • სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს 
  • შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ- ფოსტაზე: svf@m-hand.ru და მიუთითოთ პოზიცია: "საწყობის მენეჯერი",წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
გისურვებთ წარმატებას!