დასუფთავების სამსახურის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი მზიური დეველოპმენტი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: დიასახლისი სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
„მზიური დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის მენეჯერის  პოზიციაზე. 
„მზიური დეველოპმენტი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს „მზიური გარდენსი“ და „მზიური ველნესი“  ავითარებს.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა 14
სამუშაო განაკვეთი: სრული

დასუფთავების სამსახურის მენეჯერი პასუხისმგებელია დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე, თანამშრომლებს შორის ფუნქციების სწორად გადანაწილებაზე, სამრეცხაოს მომსახურების კონტროლზე, სერვისის ხარისხზე, სტანდარტების შემუშავებაზე, მარაგების კონტროლზე და ვენდორებთან ურთიერთობაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • გაწეროს დეპარტამენტისთვის საჭირო პროცედურები და აკონტროლოს მათი სწორად დაცვა
  • უზრუნველყოს თანამშრომლების სისტემატიური ტრეინინგი ქიმიკატებთან დაკავშირებით
  • ყოველი სამუშაო სმენის დაწყებამდე ჩაატაროს დეპარტამენტის შეხვედრა, მოახდინოს თანამშრომლების ინფორმირება მიმდინარე დღის გეგმებთან დაკავშირებით და მოახდინოს გუნდში დავალებების გადანაწილება
  • ყოველდღიურად შეამოწმოს ოთახების, სასტუმროს საერთო სივრცეების, აუზის, ეზოს და სხვა ტერიტორიის სისუფთავე
  • ყოველდღიურად ითანამშრომლოს ტექნიკურ დეპარტამენტთან და გადაამოწმოს, რომ ტექნიკური ხარვეზები გადაცემულია ტექნიკურ დეპარტამენტთან და ხდება მათზე რეაგირებ.
  • აკონტროლოს მწყობრიდან გამოსული ოთახების სტატუსები
  • ყოველთვიურად აკონტროლოს დასუფთავების დეპარტამენტის მარაგები და დროულად მოახდინოს შეკვეთები
  • თვის ბოლოს მონაწილეობა მიიღოს მარაგების ინვენტარიზაციაში
  • აკონტროლოს დეპარტამენტში არსებული ტექნიკის სამუშაო მდგომარეობა
  • იზრუნოს თანამშრომლების მოტივაციაზე და დისციპლინაზე
  • აკონტროლოს ვენდორების სერვისის ხარისხი და იქონიოს მათთან სისტემატური კავშირი (სამრეცხაო და ა.შ)
  • აკონტროლოს სასტუმროს დატვირთულობის პროგნოზი და შეიმუშაოს თანამშრომლების სამუშაო ცხრილი დატვირთულობიდან გამომდინარე
  • ყოველი თვის ბოლოს აღრიცხოს და მიაწოდოს შესაბამის დეპარტამენტს თანამშრომლების მიერ ნამუშევარი საათები
  • მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცესში
  • აკონტროლოს სასტუმროში ნაპოვნი ნივთების აღრიცხვა და Lost and Found-ის შესაბამისი პროცედურის დაცვა
  • გადაამოწმოს, რომ სტუმრის მიერ დამატებითი მოთხოვნები შესრულებულია ზედმიწევნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება დასუფთავების მენეჯერის ან ზედამხედველის პოზიციაზე
  • დასუფთავების ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ქიმიკატების ზედმიწევნით ცოდნა და მათთან დაკავშირებული ტრეინინგის ჩატარების უნარი
  • სტუმრებთან ურთიერთობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@mziurigardens.ge
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.