ტექნიკოსი

თბილისი მოქნილი გრაფიკი ელიავა ბიოპრეპარატები
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ფარმაცევტული კომპანია “ელიავა ბიოპრეპარატები” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის  პოზიციაზე

ქართული ბიო-ფარმაცევტული კომპანია “ელიავა ბიოპრეპარატები”, მსოფლიოში სახელგანთქმულ “ელიავა კონსორციუმში” შემავალი კომპანიაა, რომელიც საქართველოში „ბაქტერიოფაგის“ სახელით არის ცნობილი. ბაქტერიოფაგურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით, ელიავა ბიოპრეპარატები იკვლევს, ანვითარებს და აწარმოებს მაღალეფექტურ ფაგურ პრეპარატებს, გამოყენების ფართო სპექტრით.

კომპანია დაფუძნებულია, ბაქტერიოფაგების კვლევაში მსოფლიო ლიდერი სამეცნიერო ცენტრის, ელიავას ინსტიტუტის ბაზაზე და იყენებს ინსტიტუტში 1923 წლიდან არსებულ უწყვეტ ცოდნასა და გამოცდილებას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიისა და მისი პროდუქტების შესახებ გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.phage.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • საწარმოო და დამხმარე დანადგარების ტექნიკური შემოწმება;
  • დანადგარების პერიოდული მომსახურეობა, წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
  • წარმოებაში არსებულ მანქანა დანადგარების შეკეთება;
  • საწარმოო დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • განათლება - საშუალო. (უმაღლესი ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (ფარმაცევტულ  სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office)
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცონდა (ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიახლეების ათვისების უნარი

სამუშაო პირობები: 
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი

სამუშაო ადგილი - თბილისი, გოთუას ქუჩა #3

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: joinus@phage.ge 
წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ტექნიკოსი“
განცხადების მიღების ბოლო ვადა -  31 მარტი