კოპმანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების პროცესში ჩართულობა,გაყიდვების სტიმულირება
- პროდუქტზე ან მომსახურებაზე მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება.
- პოტენციური კლიენტების დაინტერესება პროდუქტის მიმართ.
- მომხმარებლისთვის პროდუქტის უპირატესობების ახსნა და საჭიროების მიხედვით შეთავაზება.
- გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, რათა შესრულდეს გაყიდვების გეგმები.
- ბრენდის პროდუქციისა და მომსახურების წარმოჩენა მომხმარებლებისთვის.
- ღონისძიებების, პრომო-აქციებისა და სხვა აქტივობების ორგანიზება, რომლებიც მიზნად ისახავენ პროდუქტის პოპულარიზაციას.
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა პრომო-მატერიალის (ფლაიერები, ბროშურები, და სხვა) გავრცელება და მათი ეფექტური გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის.
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დალაგება;
- მაღაზიებში პროდუქციის სათანადო განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი პლანოგრამის დაცვით;
- პროდუქციის ფასის კონტროლი;
მოთხოვნები:
- კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ენერგიული
- შრომისმოყვარე
ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1500 ლარამდე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.kitesashvili@borun.ge სათაურის ვერლში მითუთეთ პოზიციის სრულყოფილი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.