მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ბორან ლაითი
ხელფასი: 1100 - 1500
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს სწავლება - სტაჟირებასვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის დროული განთავსება თაროებზე და არსებული მარაგების მუდმივი შევსება.
  • პროდუქციის დაჯგუფება კატეგორიის, ბრენდის და ზომის მიხედვით, რომ მომხმარებელს მარტივად შეეძლოს საჭირო პროდუქტის პოვნა.
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქციის თვალსაჩინო ადგილას განლაგება (მაგალითად, თვალის სიმაღლეზე – Golden Shelf Rule).
  • სხვადასხვა ფორმატის სავაჭრო ობიექტებისთვის განლაგების სტრატეგიის მორგება (სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, მცირე მაღაზიები).
  • პროდუქციის ეფექტურად და სტრატეგიულად განლაგება სავაჭრო სივრცეში კომპანიის სტანდარტებს და პლანოგრამის შსაბამისად
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა (ფასმაჩვენებლების, პლაკატების, პრომო მასალების განთავსება).
  • პროდუქციის მუდმივი კონტროლი (კოლოფების სისუფთავე, შეფუთვის დაზიანება, თაროების შევსება).
  • FIFO (First In, First Out) პრინციპის დაცვა – ძველი მარაგის წინ გადმოწევა, რათა თავიდან ავიცილოთ ვადაგასული პროდუქციის გაყიდვა.
  • Planogram-ის (გეგმიური განლაგება) მიხედვით თაროების მოწყობა, რომ დაიცვან კომპანიის და ბრენდის სტანდარტები.
  • თაროების მუდმივი გაწმენდა და პროდუქციის ორგანიზებული განლაგება.
  • პროდუქტზე არსებული შეფუთვისა და ეტიკეტების სისუფთავის და სიმრთელის შემოწმება.
  • ფასმაჩვენებლების და აქციური შეთავაზებების სწორი და თვალსაჩინო განთავსება.
  • პრომო თაროების, სტენდების და გამორჩეული ლოკაციების მართვა.
  • აქციებში მონაწილე პროდუქტების სპეციალური განლაგების უზრუნველყოფა.
  • სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომ აქციები მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს

მოთხოვნები:
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ენერგიული
  • შრომისმოყვარე

ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1500 ლარამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.kitesashvili@borun.ge სათაურის ვერლში მითუთეთ პოზიციის სრულყოფილი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.