ბავშვთა პროგრამირების წრის პედაგოგი
თარიღები: 06 მარ - 03 აპრ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ქართული ინგლისური
მეცნიერება/განათლება:  სკოლის მასწავლებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Algovacancies@gmail.com
„ალგორითმიკა“ აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა პროგრამირების წრის პედაგოგის პოზიციაზე

„ალგორითმიკა“ არის საერთაშორისო პროგრამირების სკოლა, რომელიც 90-მდე ქვეყანაში, 515-მდე ქალაქში 1,100 000-ზე მეტ მოზარდთან მუშაობს. ალგორითმიკის გუნდი ბავშვებს ეხმარება პროგრამირებაში პირველი ნაბიჯების გადაგმაში . გაკვეთილები ტარდება უნიკალური ონლაინ პლათფორმის მეშვეობით, რომელიც პედაგოგს საშუალებას აძლევს მოსწავლესთან ინდივიდუალურად იმუშაოს და თამაშით შეასწავლოს პროგრამირების საფუძვლები.

ჩვენი კურსებია:
  • Python Start 
  • Python Pro
  • Visual programming
  • Front-end development
  • Graphic design
  • Game design
  • Unity

ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციაზე:
  • Python Start+Pro პროგრამირების პედაგოგი.
  • ვიზუალური პროგრამირების პედაგოგი.
  • ვებ-საიტების შექმნის პროგრამირების პედაგოგი.
  • გრაფიკული დიზაინის პედაგოგი.
  • თამაშების დიზაინის პედაგოგი.

ჩვენი მოთხოვნები:  
  • აუცილებელია, პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა : Python, Scratch, Java,HTML, C++, C# ,3D, 2D...
  • სასურველია უმაღლესი განათლება: ეკონომიკაში, მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;  
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IT- ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც; 
  • უპირატესობა მიენიჭებათ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; (მოზარდთა ასაკი 8-19 წელი)
  • ქართული და ინგლისური  ენის კარგად ფლობა.  

მოვალეობები:  
  • გაკვეთილის ჩატარება „ალგორითმიკის“ მეთოდოლოგიის, სასწავლო მასალებისა და სავარჯიშოების გამოყენებით; 
  • მეგობრული ატმოსფეროს შექმნა და ჯგუფური მუშაობის პროცესის მართვა მოსწავლეებს შორის;  
  • სასწავლო პროცესის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი; 
  • კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან, სასწავლო პროცესის შესახებ;  

ჩვენ გთავაზობთ:  
  • ტრენინგს მასწავლებლისთვის კომპანიის ხარჯზე; 
  • სერთიფიცირებას თითოეულ კურსზე; 
  • მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი , რაც შესაძლებლობას იძლევა გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი; (განრიგი დამოკიდებულია სწავლების პოროცესზე - Online/Offline) 
  • მასწავლებლების დიდ, საერთაშორისო გუნდთან თანამშრობლობას;  
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსური სისტემა.

სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა (Offline რეჟიმში) 
სამუშაო საათები: კვირის ნებისმიერი დღე, პედაგოგზე მორგებული (ონლაინ რეჟიმში)
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი (Offline რეჟიმისათვის)
სამუშაო ადგილი: არ აქვს მნიშვნელობა (Online რეჟიმისათვის)

ვებ-გვერდი: https://algorithmics.ge/  

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
შემდეგ ელექტორნულ ფოსტაზე:  Algovacancies@gmail.com   სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისთვის!