სილქ დეველოპმენტი საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ საცხოვრებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული მათგანი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებსა და ისტორიას, ჰარმონიულად ერწყმოდეს ირგვლივ არსებულ გარემოს.
სილქ დეველოპმენტი აცხადებს სტაჟირებას ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ადმინიტრაციულ საკითხებში ჩართულობა
- თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება
- თანამშრომლების შერჩევის პროცესში ჩართულობა
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ინტეგრაციის პროცესში დახმარება
- თანამშრომლების გამოკითხვის პროცესში ჩართულობა
- Performance Management სისტემის დანერგვასა და ადმინისტრირებაში ჩართულობა
- თანამშრომლების ტრენინგების პროცესის მართვაში დახმარება
- სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბიზნესის ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის ან შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სტუდენტი/კურსდამთავრებული (მინიმუმ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე) – GPA > 3.0
- ეფექტური კომუნიკაციის და კარგი მოსმენის უნარები
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- ადამიანებთან კარგად თანამშრომლობის უნარები
- სწავლისა და სიახლეების ათვისების სურვილი
- სტანდარტული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
- თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა ან/და სწრაფი ათვისების უნარი
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
მდებარეობა: თბილისი, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი - შეთანხმებით, კვირაში 20 საათი
ანაზღაურება: 300 ლარი
განაცხადი: მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ CV, დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი, სამოტივაციო წერილი, მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი, საიდანაც ერთი აუცილებლად უნდა იყოს უმაღლეს სასწავლებელში სპეციალობის რომელიმე საგნის პედაგოგისგან. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი რეკომენდაციების მოწოდებაც.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე apply@silkroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადები მიიღება 22 მარტამდე
დანართი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:
დაინტერესებული პირის მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს როგორც პერსონალურ, ისე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “ესარჯი ინვესტმენტსის“ (საიდენტიფიკაციო კოდი, 404899393, მის: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი 1, მეორე სართული 0108) მიერ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, საქართველოს კანონის მესამე მუხლის ვ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო პერსონალური მონაცემების მოუწოდებლობის შემთხვევაში არ მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე სამუშაო აღწერილობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და შენახულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვის ვადა განისაზღვრება 3 წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მიიღოთ ასლები (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. გარდა აღნიშნულისა, თქვენ უფლება გაქვთ მოახდინოთ თქვენს მიერ განცხადებული თანხმობის გამოთხოვა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თქვენ უფლება გაქვთ, პერსონალური
მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: apply@silkroad.ge; ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.