შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია ‘’აცხადებს ვაკანსიას ოპერირების ინჟინერის პოზიციაზე
,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ არის ერთ-ერთი წამყვანი ენერგოკომპანია საქართველოში, რომელიც მართავს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესესბის კასკადს. კომპანიის ენერგო ობიექტები მდებარეობს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" მფლობელები არიან ნორვეგიული Clean Energy Invest AS და ინდური Tata Power .
შუახევის ჰესების კასკადი ზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი
ჩვენს კომპანიაში მუშაობა, ეს არის მულტიკულტურულ, მრავალფეროვან, პატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებულ გუნდთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობლობა ეძლევა მაქსიმალრად გამოავლინოს უნარები, ქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და გაიღრმავოს ცოდნა მისი საქმიანობისა და ინტერესების შესაბამისად.
ჩვენ, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
ჩვენი კომპანიის უპირატესობები:
ჯამრთელობის დაზღვევის დაფინანსება 100%
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
ტრანსპორტით მომსახურება
კვებით უზრუნველყოფა
Web: www.agl.com.ge
სამუშაო: სრული განაკვეთი
ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი
ძირითადი მოვალეობები
- პასუხისმგებელია ჰიდროტურბინული გენერატორების, 35KV და 220KV გამანაწილებელი მოწყობილობების და დამხმარე სისტემების ეფექტურ მონიტორინგსა და მუშაობაზე.
- უნდა ფლობდეს ცოდნას ჰიდროელექტროსადგურის აღჭურვილობის მუშაობის, როგორიცაა ტუმბოები, სარქველები, ფარები, ვენტილატორები, ელექტრული მართვის ფარების ან ბატარეის ბანკები.
- უნდა ფლობდეს ცოდნას ავტომატური კონტროლის სისტემების, როგორიცაა DCS / SCADA ჰესების ოპერირებისთვის, დამხმარე მოწყობილობებთან, ტრანსფორმატორებთან გამანაწილებელ მოწყობილობებთან, HV / EHV გამანაწილებელი მოწყობილობების ოპერირებასთან ერთად.
- ჩაიწეროს და დააკვირდეს ჰესის ოპერირებასთან დაკავშირებულ ყველა პარამეტრსა და სიგნალს, წყალსაცავის წყლის დონის, ტემპერატურებს, წლის ნაკადის ხარჯს, და სხვა მონიტორინგის პარამეტრებს და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს შესაბამის ორგანოებს უწესივრობის შემთხვევაში.
- განახორციელოს ყველა ოპერაცია უსაფრთხოების პროცედურების და მარკირების სისტემების მიხედვით.
- უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების განხორციელება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საფრთხეების შესამცირებლად. უსაფრთხოებისა და კანონის მოთხოვნების დაცვა.
- უზრუნველყოს ოპერირების დროს ავარიულ სიტუაციების მართვა და სისტემის ნორმალიზება უმოკლეს დროში.
- ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია სსე/დისპეტჩერიზაციის ცენტრთან და სხვა განყოფილებებთან/დეპარტამეტებთან, მოთხოვნების შესაბამისად.
- ენერგეტიკული ბალანსის, სადგურის საკუთარი მოხმარების, წყლის ხარჯის და ა.შ. ყოველდღიური ანალიზი და საჭირო მაკორექტირებელი/პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.
- სამოქმედო გეგმების განხორციელება სხვადასხვა ინიციატივებისთვის, როგორიცაა . საკუთარი მოხმარების შემცირება, წყლის სიჩქარის შემცირება.
- წყლის ეფექტური მართვა გამომუშავების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
- გენერირების დაგეგმვა, გენერირების განრიგის მომზადება და გენერირების განრიგის კომუნიკაცია დისპეტჩერიზაციის ცენტრს/სსე-ს ან სხვა განყოფილებას.
- კომპიუტერული ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის (CMMS) მოდულის დეფექტების აღრიცხვა, დროდადრო საჭიროებისამებრ MIS ანგარიშების გენერირება.
- სხვადასხვა ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა 5S და სხვა ხარისხის ინიციატივები.
კრიტერიუმები
- B.E./ B. Tech (ელექტრო/ინსტრუმენტული/მექანიკური) სასურველია ჰიდროელექტროსადგურის/თბოელექტროსადგურის ოპერირების 4-დან 8 წლამდე გამოცდილება.
- ელექტროტექნიკის საფუძვლები, ელექტრო სადგურების აღჭურვილობის ექსპლუატაცია ჰიდრავლიკური მოწყობილობების ჩათვლით, ელექტრულ სადგურებში გამოყენებული ინსტრუმენტების საფუძვლები სასურველია.
- უნდა ჰქონდეს კარგი ანალიტიკური, პიროვნული და კომუნიკაციის უნარები.
- უნდა ჰქონდეს სამუშაო ცოდნა MS Word, Excel, Power Point.
- უნდა შეეძლოს ცვლაში მუშაობა.
- საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო უნარები)
გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: lela.meskhidze@agl.com.ge
გთხოვთ მიუთითოთ სამუშაოს დასახელება
ბოლო ვადა: 15 მარტი, 2025