პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი Eacon
მივლინება: არა ხელფასი: 1400 - 1600
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი
კომპანია „ეაკონი“ უკვე 17 წელია წარმატებით ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, სპრეი საღებავებისა და წებვადი ლენტების (სკოჩების) დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება პროფესიონალი სამღებრო და სარემონტო სამუშაოების შემსრულებლებისთვის. 
 
ამ ეტაპზე ვეძებთ პრომოუტერს ერთ ერთი წამყვანი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტისთვის.  
 
მოვალეობები: 
  • კლიენტების კონსულტაცია და მომსახურება; 
  • პროდუქციის საცალო გაყიდვა; 
  • პროდუქციის დეტალური ცოდნა და სიახლეების გაცნობა; 
  • კონკურენტების ფასებისა და პროდუქციის მუდმივი კონტროლი და ცოდნა; 
  • მერჩენდაიზინგი – პროდუქციის სწორად განლაგება და წარმოდგენა; 
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების ორგანიზება; 
  • საჭიროების შემთხვევაში ვადების კონტროლი; 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება); 
  • შესვენება: 1 საათი; 
  • ლოკაცია: ვარკეთილი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • პრომოუტერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სამშენებლო სფეროში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
პიროვნული უნარები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; 
  • სიახლეებისადმი ინტერესი. 
 
რას გთავაზობთ ჩვენ? 
  • ანაზღაურებას საშუალოდ თვეში 1400-1600 ლარს  (გამოსაცდელ პერიოდში ხელზე ასაღები ხელფასი 700 ლარი + ბონუსი რეალიზაციიდან; გამოსაცდელი ვადის შემდეგ ხელზე ასაღები ხელფასი 900 ლარი + ბონუსი რეალიზაციიდან;) 
  • პროდუქციის შესასწავლად ტრენინგებს; 
  • დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ) 
  • მუშაობისთვის აუცილებელ ყველა პირობას. 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: mtsiklauri@eacon.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „პრომოუტერი“