პრისეილერი / გაყიდვების აგენტი
თარიღები: 05 მარ - 03 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  გაყიდვების აგენტი პრისელერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@invet.com.ge
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის / გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.
ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 29 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან-18:00 საათამდე)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით 

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტების მოზიდვა;
  • მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო ობიექტებთან;
  • შეკვეთების აღება/გაფორმება და მუდმივი მონიტორინგი;
  • პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის.

პიროვნული თვისებები:
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე

უპირატესობა მიენიჭებათ ზოო ან ცხოველთა კვების მიმართულებით ნამუშევარ კანდიდატებს. 
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 05 აპრილამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!