შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობში მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლოკაცია-მოსკოვის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი. შაბათ-კვირა დასვენება.
უახლოეს პერიოდში საწყობი გადადის ახალ ლოკაციაზე - სოფ. გამარჯვება (კახეთის მხარე), შემდეგი სამუშაო დროით: 8:00 – 17:00 საათი;
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას სამგორის მეტროდან - 7:30 საათზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- „ ICR ტრეიდი ”-ს კუთვნილი მანქანის დადგენილი მარშრუტის მიხედვით მართვა;
- კონტეინერიდან პროდუქტის დაცლაში მონაწილეობა;
- პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესებიდაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
- ავტომანქანის მოძრაობის წესების მიხედვით უსაფრთხოდ მართვა და გადაზიდვის
- ნებისმიერი წინასწარ დადგენილი მიმართულებით დროულად განხორციელება;
- მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი
- მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის დაფიქსირებისთანავე/შესაძლო გაუმართაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- დავალებისამებრ გადაზიდვების დროულად განხორციელება;
- მინდობილ სატრანსპორტო საშუალებაში ტვირთის ჩატვირთვისას, მისი ოპტიმალური და უსაფრთხო განლაგების მონიტორინგი;
- საჭირო დოკუმენტაციის ზედმიწევნით ზუსტად შევსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ყურადღებიანი, ორგანიზებული
- მართვის მოწმობა (მარჯვენა საჭე) C კატეგორია
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი გამოაგზავნეთ (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@icr.ge 9 მარტის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: მძღოლი-ექსპედიტორი
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ
მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ორი წლის ვადით.
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000- მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისსა და ბათუმში.