კომპანია „იდეა დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
იდეა დეველოპმენტი 2015 წლიდან მოღვაწეობს დეველოპერულ სფეროში, ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ და საოფისე-კომერციულ სივრცეებს.
კომპანიის დასრულებული პროექტებია ტიფლისი I და ტიფლისი II - პრემიუმ კლასის კერძო სახლები ლისზე. 2023 წელს, კომპანიამ ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის “იდეა პანორამას” მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2025 წლის შემოდგომის ბოლოს დასრულდება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები
- მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა.
- მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
- მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი ;
- მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მათ შორის ხარისხის სერტიფიკატების) შემოწმება
- ყოველდღიური ჟურნალის წარმოება
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა);
- ფარული სამუშაოების აქტების მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-8 წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა ;
- მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა;
- მშენებლობის ხარჯთაღმიცხველად, ზედამხედველად მუშაობის გამოცდილება
- CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე);
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება სამშენებელო ან საინჟინრო მიმართულებით.
მისამართი: ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქ.57
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 საათი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 5 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე : info@oxon.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!