ყავის აპარატების ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
"Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს ,როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.
კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. 
ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.
B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.“

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ყავის აპარატების ტექნიკოსი.

ძირითადი მოვალეობები:
ყავის მოწყობილებების მონტაჟი, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ყავის აპარატების ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
კომპანიის სტანდარტების მიხედვით B2B მიმართულებით პარტნიორებთან კომუნიკაცია.

საჭირო უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლიანი

ჩვენ გთავაზობთ:
  • გთავაზობთ გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე, აიმაღლო ცოდნები, შეისწავლო ინდუსტრიული სიახლეები.
  • გთავაზობთ შესაძლებლობას განვითარდე პოზიციურად.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მეგობრულ, მხიარულ და საინტერესო სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები: 
  • სამუშაო დღეები: კვირაში 3 დღე.
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
  • ანაზღაურება: 800 ლარი (NET) + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი - საბურთალო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.