კომპანია "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვახორციელებთ ელექტრო და მექანიკის საინჟინრო პროექტებს. აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 3500-4500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, მედეა ჩახავას #9;.
სამუშაო ჰიბრიდულია, მოიცავს საოფისე და სხვადასხვა ობიექტზე მუშაობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინჟინრო პროექტის ბიუჯეტის, ადამიანური რესურსების, დროის დაგეგმვა და მართვა, პროექტის მართვის პროგრამის გამოყენებით; (MS Project)
- საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, მოვალეობების გადანაწილება და მონიტორინგი;
- პროექტის ზედამხედველობა;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
- დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
- საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტის რისკების მართვა;
- ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
- რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, პროექტისთვის საჭირო კადრის მოთხოვნა და შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება;
- პროექტის ფარგლებში ჩასარიცხი თანხების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია პროექტების მართვის ცოდნა და გამოცდილება;
- სასურველია კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამული ცოდნა: სავალდებულოა: MS Office, MS Project; სასურველია: Archicad, Autocad;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
უნარები და თვისებები:
- პროექტული აზროვნება
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობიანი.
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა;
- საბონუსე სისტემა;
- პროფესიული განვითარება;
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე- Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!