გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მაგ ჯეორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1500
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ავტომობილების სამრეცხაო The Park detailing and car wash აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ხელფასი - 1500 ლარიდან
6 დღიანი სამუშაო გრაფიკი
ადგილმდებარეობა: ი.ჭავჭავაძის 72ა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ მომხმარებელთა მოზიდვა და მათთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • პოტენციური მომხმარებლებისათვის არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, ჯავშნების გაფორმება;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სალარო ოპერაციების კონრტროლი
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება); 
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი; 
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: maggeo024@gmail.com გთხოვთ, სრულყოფილად წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.