ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზრებიდან შეკვეთილი პროდუქციის საქართველოში ტრანსპორტირების ზედამხედველობა.
- ეფექტიანი ლოჯისტიკური სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა ხარჯებისა და მიწოდების ვადების ოპტიმიზაციის მიზნით.
- საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან, გადამზიდავებთან და საბაჟო აგენტებთან ურთიერთობის მართვა.
- საერთაშორისო ვაჭრობის რეგულაციებთან, საბაჟო პროცედურებთან და იმპორტირებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- მომწოდებლებსა და საწყობის ჯგუფთან კოორდინაცია საქონლის დროული და ზუსტი მიწოდებისთვის
- სატრანსპორტო მარშრუტების მონიტორინგი, ტვირთების თვალყურის დევნება და ლოჯისტიკური პრობლემების გადაჭრა.
- ლოჯისტიკური პროცესების ანალიზი და გაუმჯობესებების განხორციელება მიწოდების ქსელის ეფექტიანობის ასამაღლებლად.
- საწყობთან კოორდინაცია, პროდუქციის მიღებისა და განაწილების ნაწილში.
- შეკვეთილი/შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და შესაბამის პროგრამაში ასახვა.
- შიდა გუნდებთან, მათ შორის შესყიდვებისა და გაყიდვების დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ლოჯისტიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
- შეთანხმებული პერიოდულობით რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა: ინლგლისური - მინ. B2 დონე, სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მიზანდასახულობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ავტომატიზაციის მენეჯერი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 მარტი
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.