გამყიდველ-კონსულტანტი

თბილისი, რუსთავი სრული განაკვეთი ზოოსითი
მივლინება: არა ხელფასი: 950 +ბონუსი
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
ზოომაღაზიათა ქსელი “ზოოსითი” აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით ( ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
  • მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ვეტერინარული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, წყნეთი 
კონკურსის ფორმა: გასაუბრება;
ანაზღაურება: 950 ლარი + ბონუსი; სამუშაო საათები: 10:00 – 20:00; სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე nini.bebia@zoocity.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.