აგრო მიმართულების პროდუქტ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგროსფერო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
სოფლის მეურნეობა: სოფლის მეურნეობა/სასათბურე მეურნეობა
კომპანია „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს
სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია
მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“. „აგროსფერო“ არის პირველი სერტიფიცირებული ხორბლის
სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია საქართველოში.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
ვებ. გვერდზე: www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook: https://agrosphe.re/facebook
Youtube: https://agrosphe.re/youtube

ჩვენი კომპანია გთავაზობთ „აგრო მიმართულების პროდუქტ მენეჯერი“-ს პოზიციაზე მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასოფლო სამეურნეო მიმართულებით არსებული პორტფელის ეფექტური მართვა
  • მოლაპარაკებების წარმოება არსებულ თუ პოტენციურ მომწოდებლებთან და პარტნიორული
  • ურთიერთობის განვითარება
  • ადგილობრივი ბაზრის ანალიზი და მოთხოვნების შესწავლა
  • სწორი ფასწარმოქმნა და გაყიდვების სტიმულირება
  • ახალი პროდუქტის დანერგვის სამუშაოების ორგანიზება და კოორდინირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია, აგრონომიული განათლება/გამოცდილება
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია: ინგლისური ენის ცოდნა. დამატებით, რუსული ენის ცოდნა, იქნება პრიორიტეტული
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის
  • ქვეყნის გარეთ, მივლინებით ვიზიტის შესაძლებლობა
  • მართვის მოწმობა B კატეგორია

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი.
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და წლიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@noblex.ge
31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "აგრო მიმართულების
პროდაქტ მენეჯერი“
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას,
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა
შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

წარმატებებს გისურვებთ !