ავტო შემფასებელი

თბილისი სრული განაკვეთი მოგო
მივლინება: არა
საბანკო: ექსპერტ-შემფასებელი (ავტომობილები)
კომპანია „მოგო“ აცხადებს ვაკანსიას ავტო შემფასებლის პოზიციაზე  - თბილისში 

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Eleving“ შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს  საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე   სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში  Financial Times-ის  1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომობილის შეფასება მისი ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალური დათვალიერების საფუძველზე;
  • ავტომობილების შეფასების ბაზებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
  • პერიოდული ანგარიშგებისა და რეპორტების წარმოება უშუალო უფროსთან დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მომხმარებელთა მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტო ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა(Excel, Word, Outlook);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; 
  • პროფესიულ ტრენინგებს. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://talent.sage.hr/jobs/2dbce32a-a97e-41ff-84d7-53c8286f36d1

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15  მარტი. 

გისურვებთ წარმატებას!

„მოგოსათვის“ ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება „მოგოს“ მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოგოს“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ შესაბამისად.  ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ „მოგოში“ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.  ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს  2 წლის ვადით. 
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა „მოგოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს „მოგოს“ ნომერზე: +995 0322244600

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე