VIP სერვისების განყოფილებაში ექაუნთ მენეჯერი
თარიღები: 04 მარ - 02 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@leader-bet.com
Leader-Bet.com - ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნას ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს საინტერესო და კომფორტული გასართობი პორტალი, სადაც შეძლებენ ითამაშონ მრავალფეროვანი ოლაინ თამაშები და ტოტალიზატორი ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით. 
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.Leader-bet.com 
ლიდერბეთი - აცხადებს ვაკანსიას VIP სერვისების განყოფილებაში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • VIP მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;  
  • მომხმარებლის მოზიდვა და გეგმის შესრულება, არსებული ბაზების/კამპანიების დამუშავება; 
  • არსებული მომხმარებლებისათვის დროული და კვალიფიციური მომსახურების გაწევა პროდუქტებთან დაკავშირებით; 
  • მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება მათ ანგარიშებთან, თამაშობებთან და დრიცხვებთან დაკავშირებით; 
  • წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება და მონიტორინგი; 
  • განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგებების წარმოება ხელმძღვანელებთან. 
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში, გაყიდვების სფეროში, სატელეფონო ცენტრის ან პორტფელური მართვის ნაწილში; 
  • ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • გაყიდვების უნარი. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, და პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობა; 
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა 
 
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული ( ხუთ დღიანი სამუშაო კვირა) 
ანაზღაურება: ფიქრისებულს + საბონუსე ანაზღაურება 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე jobs@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება. 
შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.  
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთ სლოტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.