თბილისი მედიკი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორი სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუციასა და მომსახურებაში.
კომპანია გამოირჩევა სამედიცინო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრით, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფოკუსირებულ მიმართულებებად.
კომპანიის კორპორატიული სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებით
წინსვლასა და განვითარებაში.
ეს თბილისი მედიკია - ადგილი, სადაც გუნდური მიზნები და პასუხისმგებლობა გვაერთიანებს!
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების იდეაზე შეყვარებული ადამიანები,
რომლებიც ქმნიან გუნდურ სამუშაო გარემოს.
ამ გარემოში კი, ვეძებთ B2B მარკეტინგის მენეჯერს.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- ბრენდის სანდოობის ამაღლება არსებულ და პოტენციურ კლიენტებში;
- მარკეტინგული პროექტების ჭრილში არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მათი ლოიალობის ამაღლება;
- მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება;
- მუდმივი კომუნიკაცია და კონსულტაციები მომწოდებელ კომპანიებთან;
- სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და აღსრულება;
- მორგებული კონტენტის შექმნა და კრეატიული ინიციატივების შეთავაზება
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება;
- B2B მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მარკეტინგული სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ციფრული გაყიდვების არხების პოპულარიზებაზე სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
მაშინ სწორ ადგილას მოხვდი, რადგან თბილისი მედიკში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- „Agile“ სტრუქტურაში, პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
- შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული 2000-3000 ლარი
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: „B2B მარკეტინგის მენეჯერი“
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!