„ზღვა ლუდი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხარებლებს სთავაზობს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის 76
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ანაზღაურება: 2200-2500 ₾
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ქსელისთვის პროდუქციის შესყიდვის სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა;
- ასორტიმენტის ფორმირება, შესყიდვების მოცულობის განსაზღვრა და ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ოპტიმალური ფასებისა და პირობების უზრუნველსაყოფად;
- შესყიდვების მენეჯერებისა და მერჩენდაიზერების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
- საერთაშორისო შესყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა;
- შესყიდვების სრული ციკლის მართვა, შესრულების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
- მომწოდებლების შეფასება და მათი კონკურენტუნარიანობის ანალიზი;
- პროდუქციის ხარისხისა და ფასის მუდმივი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის ან დაკავშირებული მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესყიდვებისა და ლოგისტიკის მართვის მიმართულებით;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და მომწოდებლებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
- უცხო ენები: რუსული ან/და ინგლისური;
- RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და მონაცემთა შეფასების გამოცდილება;
- ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და სტრატეგიული ხედვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- 30% ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
hr@zgvaludi.geსათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@zgvaludi.ge
გისურვებთ წარმატებას!