შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა ხელფასი: 1700
ენები: რუსული, ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
„ზღვა ლუდი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. 
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხარებლებს სთავაზობს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის  ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და  დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში.  
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და  მომსახურების მაღალი სტანდარტი.  
 
მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის 76 
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი   
სამუშაო დრო: 5/2 
ანაზღაურება: 1700 ₾ 
 
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება. 
  
ძირითადი მოვალეობები: 
  • მაღაზიის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის შესყიდვა და შეკვეთების გაფორმება; 
  • მარაგების ანალიზი და დროული შევსების უზრუნველყოფა; 
  • პროდუქციის ხარისხის, ვადებისა და ფასის კონტროლი; 
  • დეფექტური ან გაუყიდავი პროდუქციის დაბრუნების პროცესის კოორდინირება მომწოდებლებთან; 
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება უკეთესი პირობების მისაღებად. 
   
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • MS Office პროგრამების ცოდნა; 
  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა; 
  • RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

ჩვენ გთავაზობთ: 
 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს; 
  • 30% ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე; 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@zgvaludi.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@zgvaludi.ge 
 
გისურვებთ წარმატებას!