საწყობისა და დისტრიბუციის უფროსი
თარიღები: 04 მარ - 02 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  დისტრიბუცია ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@lucapolare.com
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“  აცხადებს ვაკანსიას - საწყობისა და დისტრიბუციის უფროსის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა / პროდუქციის მიღება, გაცემა, შენახვის პროცედურის კონტროლი / სასაწყობე მარაგების კონტროლი;
  • საწყობში შემოსული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
  • სამუშაო პროცესის მართვა Haccp-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
  • საქონლის შეკვეთების მიღებისა და დროულად გაცემის მონიტორინგი;
  • პროდუქციის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის ნორმების კონტროლი;
  • საწყობში არსებულ პროდუქციაზე მონაცემთა ბაზის წარმოება და რეპორტინგი;
  • საწყობის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • რეპორტების დროული მომზადება და დანიშნულებისამებრ დაგზავნა.
  • ყოველთვიური, მთლიანი ან ნაწილობრივი აღწერების წარმოება/კონტროლი
  • არსებული საწყობის საქმიანობის წარმართვა და პროცესების კონტროლი
  • ყოველდღიური ზედნადებების კონტროლი
  • სადისტრიბუციო ქსელის დაგეგმვა, მარშრუტების ოპტიმიზაცია და კონტროლი
  • GPS მონიტორინგი
  • ავტოპარკის სისუფთავის კონტროლი
  • ავტომობილების დოკუმენტაციის კონტროლი (პარკინგი, დაზღვევა, საპატრულო ჯარიმები, პერიოდული ტექ. დათვალიერება)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან პოზიციისთვის შესაბამისი განხრით
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია რომელიმე საცალო კომპანიაში
  • საოფისე პროგრამები (უამღლესი დონე);

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობა,
  • დროის მართვის უნარი, პროფესიულ განვითარებაზე მუდნივი ზრუნვის უნარი, ლიდერობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. 
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !