საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას I კატეგორის ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე საკონსტრუქტორო სამსახურში, ქ,გარდაბანში მდებარე თბოსადგურში.
არსებითი პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.გარდაბანი, თბოსადგური
სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი ; შესვენება 1 საათი
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური დავალების მიხედვით ნაკეთობების დამუშავება, პროექტირება. პროექტის ტექნიკური ნაწილის ანალიზი.
- პროექტისათვის წარმოებული საპროექტო დოკუმენტაციის (საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის) მოცულობის განსაზღვრა ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნების შესაბამისად.
- საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და შესრულება საპროექტო დოკუმენტაციის ერთიანი სისტემის შესაბამისად.
- პროექტისათვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების შესასყიდი სიის შედგენა.
- საავტორო მეთვალყურეობა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის მიხედვით (შემუშავებული პროექტების თუ სარემონტო ნაკეთობების) წარმოების ყველა ეტაპზე.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება, ინჟინერ-მექანიკის მქონე კვალიფიკაციით.
- გამოცდილება მანქანათმშენებლობაში I კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის არა ნაკლები 3 წლის ან 5 წელი II კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის საერთო სტაჟი.
- პროგრამა AUTOCAD-ის ღრმა ცოდნა.
- თავდაჯერებელი მუშაობა სორტამენტების და მასალების ლიტერატურაზე.
- ნახაზების გაფორმებისას ფუნდამენტური სტანდარტების ცოდნა (ЕСКД- ერთიანი სისტემა საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია). სტანდარტებსა და წესებში საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და მასთან მუშაობის უნარი.
- ლითონის დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა (მექანიკური დამუშავება, შედუღება, ღუნვა, აირით და პლაზმური ჭრა, თერმული დამუშავება და სხვა). სასურველია მასალადმცოდნეობის და თერმიული დამუშავების ცოდნა. სასურველი გამოცდილება მეტალოკონსტრუქციების, თბო და ჰიდროელექტრო სადგურებში არსებული მოწყობილოების სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილეობა.
- სასურველია ტექნიკური ინგლისურის და რუსულის ცოდნა.
კანდიდატი არსებითად მნიშვნელოვანია იყოს:
- პუნქტუალური, დისციპლინირებული;
- გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკვშირდებათ.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 მარტი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.