დისტრიბუციის FMG საწყობის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი აის ლენდ ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია"  აცხადებს  დისტრიბუციის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას. 
სამუშაო ადგილი:   თბილისი   
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8:30-18:00 სთ 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით); 
  • სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG (SBS) -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას); 
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება; 
  • მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა; 
  • სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში; 
  • საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი; 
  • ანგარიშფაქტურების გამოწერა. 

პიროვნული თვისებები და უნარები: 

  • ორგანიზებული 
  • პუნქტუალური 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი 
  • შრომისმოყვარე 
  • მათემატიკური აზროვნების უნარით 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე office@ilgeorgia.ge 4 აპრილის ჩათვლით. 
 
ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.  
 
შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია ,,აის ლენდ ჯორჯია“-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1(ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. 
 
 
გისურვებთ წარმატებას!