გამშვები პუნქტის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი დრაი პორტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საბაჟო
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამშვები პუნქტის ოპერატორის პოზიციაზე

თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის აპრილში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტვირთის დოკუმენტაციის შემოწმება
  • სატვირთო ავტომობილით შემოსული კონტეინერის მონაცემების შედარება მიღებულ დოკუმენტაციასთან და მათი სისწორის დადასტურება
  • რკინიგზით და სატვირთო ავტომობილით შემოსული კონტეინერის მონაცემების შეყვანა საბაჟო პროგრამებში

გამოცდილება და უნარები:
  • უმაღლესი ან სპეციალური განათლება
  • MS Office-ის ცოდნა;
  • უპირატესად ჩაითვლება საბაჟოს კომპიუტერულ პროგრამების (ASYCUDA world), შემოსავლების სამსახურის ელ. ვებ გვერდზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება. 
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 28 მარტი

წარმატებას გისურვებთ!