სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო აცხადებს ვაკანსიას ფრესკოს ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / დასვენების დღე : შაბათ- კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფრესკოს ქსელში არსებული შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების, სავაჭრო დანადგარებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი;
- შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ახალი სავაჭრო ობიექტების მშენებლობის დაგეგმვა, პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესების კონტროლი;
- კომპანიის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთა კოორდინაცია/კონტროლი;
- სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის წარმოება
- კაპიტალური შეკეთებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით.
- სამშენებლო დოკუმენტაციაში მუშაობის ცოდნა
- მომხმარებლის დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, (მათ შორის avtocad, archicad)
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- დროის მართვის უნარი და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
- სტრესულ პირობებში მუშაობის გამოცდილება და სტრესის გამკლავების უნარი
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907