სერვისის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ავტოტექნო
ხელფასი: 2000 - 2500 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. 
 
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. 
 
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.  
 
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! 
პოზიცია: სერვისის მენეჯერი 
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 
10:00-14:00 (შაბათი) 
ანაზღაურება: 2000-2500 NET+ ბონუსი 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კარიერულ წინსვლას; 
  • გრძელვადიან თანამშრომლობას; 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას; 
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • Fitpass-ის თანადაფინანსებას; 
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); 
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; 
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს; 
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ტექნიკის მყიდველისთვის გადაცემამდე, ტექნიკური დათვალიერების ეტაპების მონიტორინგი; 
  • სერვისცენტრში შემოსული ტექნიკის გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი; 
  • სერვისის მომსახურების პროცესის მონიტორინგი; 
  • მექანიკოსთა დღის წესრიგის დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა; 
  • სამივლინებო სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი; 
  • სერვისის პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ვიზიტების დაგეგმვა და სერვისის რეგისტრაცია; 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • უცხო ენების ცოდნა; 
  • მართვის მოწმობა, B კატეგორია. 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა. 
 
კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან; 
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან; 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: https://forms.clickup.com/9018061792/f/8cr9cz0-71858/G487AFJKEJYMEVJNO0 
 
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
 
ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო: ელ.ფოსტა: career@autotechno.ge 
ნომერი: +995 577 173 421; +995 577 988 345 
გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას! 
 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე