არქიტექტორების ჯგუფის უფროსი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 28 თებ - 16 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ არქიტექტორების ჯგუფის უფროსს  

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • არქიტექტურული ჯგუფის სამუშაო პროცესის მართვა და საქმის დელეგირება, პროგრესის კონტროლი და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება; 
  • გჯგუფის წევრების საქმიანობის მონიტორინგი; 
  • არქიტექტურული პროექტების შედგენა; 
  • სამშენებლო ნახაზების  მომზადება; 
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება; 
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება; 
  • სამშენებლო ობიექტზე ვიზიტების განხორციელება; 
  • მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და ზედამხედველობა, მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; 
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია REVIT - ის მაღალ დონეზე ცოდნა. 
 
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025  წლის 16 მარტის ჩათვლით:  
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.