შპს ციფრული ტექნოლოგიები აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო უსაფრთხოების განყოფილებაში გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია:
კომპანია საქართველოს ბაზარზე ეწევა აქტიურ ბიზნეს საქმიანობას 2015 წლიდან და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შეძლო გამხდარიყო 35-ზე მეტი წამყვანი მწარმოებლის ავტორიზებული პარტნიორი პროფესიონალური, სამხედრო და სამრეწველო კავშირგაბმულობის სისტემებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური და ქსელური გადაწყვეტილებების მიმართულებით როგორც საქართველოში ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გვირილების ქ.#15
სამუშაო განრიგი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10.00 –18.00
შესვენების საათები: 13.00 –14.00
ანაზღაურება:
- 2200 ლარი გამოსაცდელი ვადის (3 თვე) პერიოდისთვის + საბონუსე სისტემა
- 4250ლარი გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ + საბონუსე სისტემა
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- პარტნიორი მწარმოებლების და მომწოდებლების, მათი პროდუქციის, გადაწყვეტების და მომსახურებების პოპულარიზაციისთვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების გატარება
- გაყიდვების სტრატეგიის განვითარება და მიმდინარე გეგმების დასახვა
- პროდუქციის აქტიური პოპულარიზაცია, ახალი მომხმარებლის მოზიდვა,ბრენდის განვითარების და სტრატეგიის ზოგადი კონცეფციის შემუშავება
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე უშუალო პასუხისმგებლობა
- კონკრეტული ამოცანის შესრულების სრული კონტროლი შეკვეთის განთავსების მომენტიდან სამუშაოს დასრულებამდე
- შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანგარიშგება ხელმძღვანელთან ერთად
- პერიოდული ბაზრის კვლევის ჩატარება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
- სხვადასხვა შეთავაზებების აქციების მომზადება, გამოფენებში მონაწილეობა
- მომხმარებელთა და პარტნიორთა ბაზების ფორმირება და მართვა
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
- შეხვედრების და პრეზენტაციების ორგანიზება/მართვა
- შემოსული შეკვეთების დამუშავება, დაგეგმვა და მათი ოპერატიულად შესრულება
- ფასების, მარკეტინგის საფუძვლების, გაყიდვების წესების, პრინციპების და დაბეგვრის საფუძვლების ცოდნა
- პროდუქციის ტრანპორტირების, განბაჟების და შენახვის პირობების ზედმიწევნით ცოდნა
- ტენდერებში მონაწილეობის მიღება, სატენდერო დოკუმენტაციის კვალიფიციურად მომზადება
- ახალი პროდუქციის მოძიება, შესწავლა/განვითარება და პარტნიორული სტატუსის მოპოვება , უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინირებულად
- მომხმარებლების მოთხოვნაზე სწორი ტექნიკური ანალიზის გაკეთება და შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ბიზნესის განვითარების, პროდუქციის გაყიდვების და პროექტების მართვის მუშაობის გამოცდილება
- პროექტების დედლაინებში მართვა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მოლაპარაკებების და პრეზენტაციების ეფექტურად წარმართვის უნარი
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- მომწოდებელ კომპანიებთან, უცხოურ პარტნიორებთან სამუშაო გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- გამართული, ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
- ინიციატივის უნარი
- სტრატეგიული გეგმის უნარი
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სიახლის ათვისების უნარი
- დროის მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო, მშვიდ ადგილას განთავსებულ ოფისის სივრცეს.
- კომპანია აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი ინფრასტრუქტურით/ტექნიკით და გააჩნია 4 სხვადასხვა ზომის საკონფერენციო სივრცე და შეხვედრების ოთახები.
- სამზარეულო ზონაში შესვენების საათებში უფასო კვება, ყავით და ჩაით უზრუნველყოფა.
- ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის სრულ ღირებულებას ფარავს კომპანია
- საჭიროების შემთხევვაში თანამშრომლების სასწავლო კურსის ღირებულების სრულად გადახდა
შერჩევის ეტაპები:
- კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირების და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.