კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად
თარიღები: 04 მარ - 02 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: დოქტორი
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ciu.edu.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 2 61 12 98
კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
  
ვიწრო სფერო -  ბიზნესი და ადმინისტრირება
სწავლის სფერო - მენეჯმენტი და ადმინისტრირება

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.  

ვიწრო სფერო  - სამართალი
სწავლის სფერო -  სამართალი

ასისტენტის  (საჯარო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე -  1 ვაკანსია.  

კონკურსი ცხადდება 2025 წლის 04 მარტიდან.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2025 წლის  07 აპრილიდან  2025 წლის  10 აპრილის  ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ  კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა  და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და  თრენინგებში მონაწილეობა);
  • სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

ასისტენტ პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში, შესაბამის სფეროში / დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ   სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასისტენტის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:
  • კონკურსანტი იყოს იმ სფეროს / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად); 
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

კონკურსის პირობები: 
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2025 წლის 11 აპრილს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში)  ჩატარდება 2025 წლის 12 აპრილს;
შედეგები გამოქვეყნდება  2025 წლის 12 აპრილს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701 
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულადაც, მისამართზე: hr@ciu.edu.ge

ტელ.: +995 2 61-12-98; +995 2 30-86-41; +995 2 10-52-03