კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
სწავლის სფერო - მენეჯმენტი და ადმინისტრირება
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
ასისტენტის (საჯარო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2025 წლის 04 მარტიდან.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2025 წლის 07 აპრილიდან 2025 წლის 10 აპრილის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
- სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სფეროში / დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- კონკურსანტი იყოს იმ სფეროს / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
- პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2025 წლის 11 აპრილს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2025 წლის 12 აპრილს;
შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 12 აპრილს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულადაც, მისამართზე: hr@ciu.edu.ge
ტელ.: +995 2 61-12-98; +995 2 30-86-41; +995 2 10-52-03