საწყობის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი მზიური
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს  ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში  აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში  საწყობის ოპერატორის  თანამდებობაზე:

მოთხოვნები: 
  • „1C“- ის ცოდნა; (შესაძლოა ადგილზე შესწავლაც)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:
  • საწყობში არსებული ნაშთის, ყოველდღიური დათვლა;
  • სასაწყობო შეკვეთების აღრიცხვა;
  • სასაწყობე 1C -ის  პროგრამაში და შემოსავლების სამსახურის RS-ის პროგრამაში მუშაობა;
  • მიაწოდოს გამოწერილი შეკვეთების საწყობში დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეპორტის (ანგარიშის) სახით  საწყობის გამგესა და დისტრიბუციის განყოფილებას;
  • უკან დაბრუნებისა და ტრანსპორტირების საბუთებთან მუშაობა, მათი დროული პროგრამაში ასახვა;
  • აკონტროლოს დაბრუნებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგ: სასაქონლო ზედნადებების (მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები);
  • გაატაროს 1C პროგრამაში უკან დაბრუნებული საქონლის ზედნადებები (გაუქმებული ზედნადებები) არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
  • შეასრულოს კომპანიის დირექტორის ან/და მისი უშაულო მენეჯერის სხვადასხვა მითითებები და დავალებები ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორცილების მიზნით.

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ;
  • შრომისმოყვარეობა; 
  • გუნდური მუშაიბის უნარი

პირობები:
  • მისამართი: თბილისი, ავჭალა, ანდრონიკაშვილის  ქ. N 151. 
  • განაკვეთი - სრული;
  • სამუშაო საათები 09:00 დან 17:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@mziuri.com.ge 

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ  რეგიონი და ვაკანსიის სახელწოდება.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
    • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
    • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
    • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
    • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
    • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
    • მონაცემთა გადატანის უფლება;
    • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
    • თანხმობის გამოხმობის უფლება;
    • გასაჩივრების უფლება’
  • შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."