სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მდებარეობა: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარები;
- უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის თავისუფლად ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
ძირითადი მოვალეობები: - კლიენტებთან საქმიანი ურიერთობების წარმართვა და მუდმივი კომუნიკაციის ქონა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მუდმივი განახლება;
- კორპორატიული შეთავაზებების და პრეზენტაციების მაღალ დონეზე მომზადება/წარდგენა;
- სოციალურ ქსელებში კლიენტებთან კომუნიკაცია;
- უძრავი ქონების გარიგების ხელშეკრულებების კანონის შესაბამისად რეგისტრაცია;
- უშუალო უფროსის დავალებების შესრულება;
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -გაყიდვების მენეჯერი. შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.