ფინანსური ოპერატორი
თარიღები: 28 თებ - 29 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@cito.ge
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.

ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა, აღრიცხვა და კონტროლი;
  • შემოსავლების კონტროლი;
  • რეპორტების წარმოება;
  • სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია ექსელის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

უნარ-ჩვევები:
  • შედეგებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობა.

სამუშაო დრო:
ერთი კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 17:00
მეორე კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
შაბათი 09:00 - 14:00, ყოველი მეორე შაბათი დასვენება.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.