პლანოგრამის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჰიპერმარკეტი Domino
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას პლანოგრამის მენეჯერის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პლანოგრამის შექმნა, განახლება და ანალიზი;
  • ახალი პროდუქციის ინტეგრაცია და მისი პოზიციონირების განსაზღვრა;
  • გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა ქცევის შესწავლა სივრცითი განლაგების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;
  • პროდუქტის განლაგების სტანდარტის შექმნა და მისი დაცვის კონტროლი;
  • მაღაზიებში ვიზიტების განხორციელება და პლანოგრამის რეალურ სივრცეში შეფასება;
  • საცალო ვაჭრობის ტრენდების და კონკურენტების პლანოგრამების ანალიზი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პლანოგრამების შესაქმნელად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, ლოგისტიკა ან მონათესავე სფერო)
  • შესაბამისი გამოცდილება პლანოგრამების მენეჯმენტში, მერჩენდაიზინგში ან საცალო ვაჭრობაში;
  • მონაცემთა ანალიზის და პრეზენტაციის უნარი;
  • გრაფიკულ და პლანოგრამულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;

პირობები:
  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • კვება;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით