გაყიდვების სპეციალისტი
2xP PRIORITY IMEX Cargo Logistics
თარიღები: 28 თებ - 29 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700 +ბონუსი
ენები: ქართული
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@imexcargo.ge
"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი,
ანაზღაურება:  700 ლარი + ბონუსი;
სამუშაო დრო: სრული ( ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 )

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარებაზე ზრუნვა - ურთიერთობების დამყარება, როგორც სატელეფონო კავშირით, ასევე შეხვედრების ორგანიზება; (B2B)
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • ლოჯისტიკურ პროცესებში ჩართვა და კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან;
  • დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office);

უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
  • ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
  • განვითარებაზე ორიენტირება

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: career@imexcargo.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!