სამშენებლო კომპანია “ვიკონ გრუპი” აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზ. მიმდებარედ
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (არქიტექტურაში, სამშენებლო ინჟინერია ან მსგავსი დარგი);
- გამოცდილება სამშენებლო სექტორში;
- სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
- სამშენებლო პროცესების ინჟინერული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
- კონსტრუქციული გადაწყვეტილებების დაგეგმვა და სიზუსტის უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე;
- პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
- პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და პერიოდული განახლება;
- პროექტების ინჟინრული შეფასებების გაკეთება და ხარისხის კონტროლი;
- ხარისხის, უსაფრთხოებისა და რეგულაციების კონტროლი;
- მშენებლობის პროცესში რეკომენდაციების წარდგენა;
- ტექნიკური ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა
პიროვნული უნარები:
- მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@vikon.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.