დებიტორული დავალიანების დამუშავების მენეჯრი

თბილისი სრული განაკვეთი ალგანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
დაცვის  კომპანია ’’ალგანი’’  აცხადება ვაკანსიას დებიტორული დავალიანების დამუშავების მენეჯრი პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება : ფიქსირებულს + ბონუსი 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება დავალიანების შეხსენების და დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • მომხმარებლების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანებების შესახებ სხვადასხვა ანგარიშგებების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ცხრილებთან მუშაობის უნარი, Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.