ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ ტრანზიტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
ელიტ ტრანზიტი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
  • ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
  • გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
  • ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • ინვოისირება და გადახდის გაკონტროლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (მინუმუმ 5 წელი);
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება ასევე უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
 
უნარ-ჩვევები:
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. info@elittransit.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!