"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე სესხების ექსპერტის პოზიციაზე.
ორგანიზაცია: სვიფტ კრედიტი გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.
მდებარეობა: ქალაქი თბილისი, გლდანი-ხიზანიშვილის ქუჩა/ვარკეთილი-ჯავახეთის ქუჩა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალომბარდე სესხის გაცემა;
- ტექნიკის შეფასება;
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით.
სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინიგი/სტაჟრება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1200 ლარი + ბონუსი (200-400).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.