მაღაზიის მენეჯერი
თარიღები: 27 თებ - 28 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
TOP მენეჯმენტი:  ფილიალების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: n.kulava@farmarea.ge
შპს „ფარმარეა“  ( ს.კ. 404518900) საქმიანობის ძირითადი  სფერი არის  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, იმპორტი, რეექსპორტი, ტექნიკური სერვისი /მომსახურების გაწევა. დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად  ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს : https://farmarea.ge/

შპს „ფარმარეა“  (ს.კ.404518900) აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 
სამუშოას გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -საათიდან -19:00 საათამდე, შაბათს, 09:00-საათიდან - 15:00 საათამდე.
ხელფასი: 2500 ლარი ( ხელზე აღებული) + ბონუსები.

ძირითადი მოვალეობები
  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი ეფექტური ფუნქციონირება;
  • მომხმარებლებისათვის დახმარების გაწევა, სათანადო სათადარიგო ნაწილის შერჩევაში;
  • გაყიდვების თანამშრომელთა ტრენინგი და კლიენტებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდა;
  • მომხმარებელთა შეკითხვების, პრეტენზიებისა და დაბრუნებების პროფესიონალურად მართვა;
  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების ფასების რეგულარული მონიტორინგი;
  • დამტკიცებული გეგმის მიხედვით, თაროებზე ნაწილების სწორი განთავსების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, მათი შევსების მიზნით, სააღრიცხვო პროგრამაში განაცხადის რეგისტრაცია;
  • ფინანსურ, შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • კომპანიის პოლიტიკის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა;
  • პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა და შესრულება;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPIs) ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია;
  • რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან სხვა შესაბამისი დარგი);
  • სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ (B1) დონეზე;
  • პროგრამა 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 

პიროვნული მახასიათებლები
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: n.kulava@farmarea.ge  განხადების მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 30 მარტი.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს.