შპს „ფარმარეა“ საქმიანობის ძირითადი სფერი არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, იმპორტი, რეექსპორტი, ტექნიკური სერვისი /მომსახურების გაწევა. დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს : https://farmarea.ge/
შპს „ფარმარეა“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი,
სამუშოას გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -საათიდან -19:00 საათამდე,
ხელფასი: 2000 ლარი( ხელზე აღებული) + ბონუსები.
ძირითადი მოვალეობები
- თითოეული შეკვეთის სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის,რეექსპორტის შემთხვევაში;
- ხარჯების და მიწოდების დროის შესამცირებლად, იმპორტისა და ექსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაცია;
- სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო) და ოპტიმალური წინადადებების შერჩევა;
- შეკვეთის მიწოდების ვადების სისტემატიური მონიტორინგი;
- საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო პროცედურებში ჩართვა;
- ფინანსურ სამსახურთან და შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა;
- რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- იმპორტ-ექსპორტის ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უცხოურ მარკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1) დონეზე.
პიროვნული მახასიათებლები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: n.kulava@farmarea.ge განხადების მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 30 მარტი. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს.