ლოჯისტიკის მენეჯერი
თარიღები: 27 თებ - 28 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: n.kulava@farmarea.ge
შპს „ფარმარეა“  საქმიანობის ძირითადი სფერი არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, იმპორტი, რეექსპორტი, ტექნიკური სერვისი /მომსახურების გაწევა. დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს : https://farmarea.ge/

შპს „ფარმარეა“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი,
სამუშოას გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -საათიდან -19:00 საათამდე,
ხელფასი: 2000 ლარი( ხელზე აღებული) + ბონუსები.

ძირითადი მოვალეობები
  • თითოეული შეკვეთის სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის,რეექსპორტის შემთხვევაში;
  • ხარჯების და მიწოდების დროის შესამცირებლად, იმპორტისა და ექსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაცია;
  • სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო) და ოპტიმალური წინადადებების შერჩევა;
  • შეკვეთის მიწოდების ვადების სისტემატიური მონიტორინგი;
  • საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო პროცედურებში ჩართვა;
  • ფინანსურ სამსახურთან და შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • იმპორტ-ექსპორტის ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უცხოურ მარკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1) დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: n.kulava@farmarea.ge განხადების მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 30 მარტი.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს.