HR მენეჯერი
თარიღები: 27 თებ - 28 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი
,,ბს/2 ჯორჯია“-ს HR და ადმინისტრაციულ განყოფილებაში ვეძებთ HR მენეჯერს


"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ხელშეკრულებების, ბრძანებების, გაფრთხილებების, შეთანხმებების მომზადება/გაცნობა თანამშრომლებისთვის;
  • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;
  • თანამშრომლების რეგისტრაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში (rs.ge; HR Soft - Self.ge);
  • თანამშრომლებისთვის შეღავათების პაკეტის გააქტიურება (ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული მობილური ნომერი);
  • სხვადასხვა პოზიციისთვის სამუშაო აღწერის მომზადება;
  • ადმინისტრაციული ინფორმაციების მიწოდება სათაო ოფისისთვის (დანიშვნა, გათავისუფლება, პოზიციის ცვლილება);
  • თანამშრომლის გათავისუფლების სრული ციკლის მართვა;
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
  • წლის საშვებულებო გეგმის მომზადება და კონტროლი;
  • რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა (ვაკანსიების გამოცხადება, რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრებების ჩატარება);
  • კომპანიის HR პოლიტიკის და სხვა წესების შემუშავება/განახლებაში მონაწილეობის მიღება;
  • მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნაში მონაწილოების მიღება და მათი ეფექტურობის შეფასება/მონიტორინგი;
  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი კომპენსაციების და ბონუსების პოლიტიკების შემუშავება/დანერგვაში მონაწილოების მიღება;
  • თანამშრომლების განვითარებისა და ტრენინგების ორგანიზება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • HR სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • შრომის კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები და გუნდური მუშაობის შესაძლებლობა;
  • სამუშაო გარემოს მუდმივი გაუმჯობესება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
  • Fit pass ბარათს;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე https://hel-ai.com/apply/za91HJRd

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!