მუზეუმის გიდი
თარიღები: 26 თებ - 27 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ქართული ინგლისური
ხელოვნება/მედია:  მუზეუმის თანამშრომელი ტურიზმი/გართობის სექტორი:  გიდი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: experimentoriumge@gmail.com
ექსპერიმენტორიუმი აცხადებს ვაკანსიას მუზეუმის გიდის პოზიციაზე

პირველი ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი ექსპერიმენტორიუმი თბილისში 2016 წელს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე ფიზიკის ინტერაქტიული ექსპონატი, რომელიც ფიზიკის კანონების თვალსაჩინოებას ახდენს და მათთან შეხება, ასევე, გამოცდა აუცილებელია! 

ექსპერიმენტორიუმში, წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორიაც, სადაც ქიმიური ცდები მარტივი და სახალისო მეთოდებით ტარდება. ქიმიური ცდებიც ინტერაქტიულია და რაც მთავარია, უსაფრთხო

სამეცნიერო მუზეუმში, შესაძლებელია, დაბადების დღეების, კორპორატიული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.

სამეცნიერო, ინტერაქტიული და ყველაზე ხმაურიანი მუზეუმი ეძებს ენერგიულ და მეცნიერებაზე შეყვარებულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სტრესულ გარემოში მუშაობა, უყვართ ბავშვები და იზიდავთ არასტანდარტული სამუშაო გარემო.

გიდის მოვალეობები:
  • მუზეუმში მოსული დამთვალიერებლებისთვის (ინდივიდუალური ვიზიტორებისა და სასკოლო ჯგუფებისთვის) ექსკურსიის ჩატარება.
  • ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარება, 
  • მუზეუმის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების წაყვანა. 

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
  • STEM-ის მიმართულებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
  • მუზეუმის ყველა პროგრამის შესწავლა
  • ბავშვებთან და ზოგადად, ადამიანებთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის სწორად განაწილება და პრიორიტეტების სწორად დასახვა.

სამუშაო პირობები:
  • სრული ან ნახევარი განაკვეთი
  • საათობრივი ანაზღაურება
  • სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი ძალიან მოკლე CV, შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე experimentoriumge@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ „მუზეუმის გიდი“.

ჩვენი მხრიდანაც დაინტერესების შემთხვევაში, სხვა ყველა დეტალური ინფორმაციით დაგიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.