სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს "Paybox"-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
"PayBox" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფის და მხარდამჭერი ელექტრონული პროდუქტების მართვა
- ელექტრონული პროდუქტების განყოფილების მართვა (პროდუქტის მფლობელები, კონტენტ სპეციალისტები, ტესტერები);კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში და დაგეგმარებაში მონაწილეობა
- ინდუსტრიის და საბაზრო ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
- კომპანიის IT პროექტების დაინიცირება, დაგეგმვა და მართვა
- კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შედგენაში მონაწილეობა და განხორციელების უზრუნველყოფა
- პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს / დაახლოებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სასურველია IT პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილება
- გუნდის მართვის გამოცდილება
- განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით
- ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ხედვა, დეტალებში ჩასვლის უნარი;
- დელეგირების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
- მიდევნებისა და კონტროლის უნარი.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც
აგზავნი განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 2 303 308.