სამშენებლო ობიექტის ტენიკური ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი გლობალური ტექნოლოგიები
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-8 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
  • მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა;
  • მშენებლობის ხარჯთაღმიცხველად, ზედამხედველად მუშაობის გამოცდილება
  • CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე);
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება სამშენებელო ან საინჟინრო მიმართულებით.

მშენებლობის ზედამხედველის სამუშაოს აღწერა:
  • კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაობის მოცულობების გადამოწმება, მათი ფორმა #2-თან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
  • ობიექტის საერთო და ყველდღიური ჟურნალის წარმოება;
  • ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამშენებლო, საინჟინრო, მოსაპირკეთებელი და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიის და კონონმდებლობის შესაბამისად;
  • სამუშაოების პროგრესის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო ობიექტის შესწავლა;
  • კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, აღრიცხვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
  • მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტექმების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან;
  • სამშენებლო ობიექტზე დამკვეთის წარმომადგენლობა და კონტრაქტის პირობების შესაბამისად მოქმედება;
  • მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
  • სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენა და მათი დროულად გამოსწორების კონტროლი;
  • ობიექტზე მოწოდებული მასალების შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მიღება-დადასტურება;
  • პროექტის მსვლელობისას გეგმისგან შესაძლო გადახვევის შესახებ დამკვეთის დროული ინფორმირება.
  • საშემსრულებლო ნახაზების გადამოწმება, რათა ზუსტად იყოს ასახული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დროს განხორციელებული ცვლილებები;
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება;
  • რისკების დროული იდენტიფიცირება;
  • ქვეკონტრაქტორებისა და კონტრაქტორების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება.

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომპეტენტურობა;
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებებების მიღების უნარი;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • რამოდენიმე საქმის ერთროულად და ეფექტურად წარმოების უნარი;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • ანგარიშების წერის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • AUTOCAD, ARCHICAD პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველი დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.