კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP სისტემების პროექტირებასა და დანერგვაში;
- AutoCAD, Revit MEP და სხვა გამოთვლითი პროგრამების ცოდნა;
- როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
- გათბობა - გაგრილების, ვენტილაცია - კონდიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემების პროექტირების ცოდნა,
- ენერგოეფექტურობისა და მდგრადი დიზაინის პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების შემუშავება;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- MEP-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
პიროვნული თვისებები და უნარები: - დროის ეფექტური მართვა;
- ორგანიზების კარგი უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური და პასუხისმგებლიანი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და ენერგიული;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
- პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “MEP ინჟინერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.